Friday, January 25, 2013

     დედამიწა ერთფეროვანი არასოდეს არ ყოფილა რაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა. მისი კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს. რორგოც ჩანს კვლავ დადგა პერიოდი, როდესაც ხდება გარკვეული ცვლილებები თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამაში ჩვენ, ადამიანებიც ვართ დამნაშავე, სხვა გარდაუვალ ბუნებრივ პროცესებთან ართად. 
     კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, მეცნიერების სპეციალური დარგი-პალეოკლიმატოლოგია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში ორი ძირიტადი პრობლემაა, ესენია ომი და კლიმატის ცვლილება ანუ გლობალური დათბობა. მართალია გლობალური დათბობის მიერ წარმოქმნილი "კატასტროფა" მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ, ალბათ, მაინც დამაფიქრებელია...
     გლობალური დათბობა, დაიწყო დიდი გამყინვარების დამთავრების შემდეგ. მზის მოქმედებას ორი პერიოდი აქვს: პირველი 10000 წლის განმავლობაში აქტივაციის პიკს უახლოვდება და იწყება გლობალური დათბობა, ხოლო შემდგომი 10000 წელი მზე პასიურ პერიოდში გადადის და იწყება გამყინვარება.
     გლობალური დათბობა-დადამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესია.ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ თებამ წინა პლანზე წამოიწია. ცოცხალ ორგანიზმთა სუნთქვისა და საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახსირორჟანგი გამოიყოფა. ნახშირორჟანგი და ზოგიერთი სხვა გაზი  ატმოსფეროში დაგროვებისას ისეთივე როლს თამაშობს, რასაც სათბურში მინა: ისინი დაუბრკოლებლად ატარებენ  სინათლის სხივებს, რომელთაც დედამიწა შტანთქავს, მაგრამ არ ატარებენ დადამიწის მიერ გამიყოფილ სითბოს. ამ მოვლენას "სათბუბის ეფექტი" უწოდეს. "სათბურის ეფექტის"გამო დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურა 0,3-0,6 გრადუსით გაიზარდა. მეცნიერების თქმით მოსალოდნელია მისი შემდგომი მატება. ეს მოვლენა კი გლობალური დათბობის სახელით არის ცნობილი. 

                                
     რეალურად საქმე გვაქვს მზის აქტივობასთან. გლობალურ დათბობაზე ყველაზე მეტად რეაგირებს მყინვარები.ეს კი განაპირობებს მყინვარების უკან დახევას ანუ დნობას და სხვა ბევრ თანამდევ მოვლენას. ძველად საქართველოს და სხვა ქვეყნების მყინვარებს საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირათ, მაგრამ დღეს ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს. მაგალითად საქართველოში ამის მაგალითია ჰადეშის მყინვარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მყინვარია საქართველოში, მაგრამ იმითაც გამოირჩევა რომ ყველაზე სწრაფად მოკლდება. საქართველოში მყინვართა ენები ყოველწლიურდ 15 მეტრით მოკლდება, რაც გლობალური დათბობის თვალსაჩინო მაგალითია. 
                                      
      თუკი მსოფლიო არ მიიღებს სათანადო ზომებს, პირველი სავალალო შედეგი იქნება ის, რომ ოზონის შრე გაფართოვდება, რაც გამოიწვევს რადიაციული ბალანსის დარღვევას, მზის ტემპერატურის მომატებას და ეს ყველგან აისახება, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. წიგნი "სწრაფად წინ:ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში" მთლიანად გლობალურ დათბობას ეხება და შემდეგნაირად იწყება:"ათათასობით წლის განმავლობაში ადამიანაბი დადამიწას ვეპყრობოდით, როგორც ლაბორატორიას. დავიწყეთ ცეცხლის და ქარის მოთვინიერებით და მივედით ანტიბიოტიკების შექმნამდე.თუმცა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ყველაზე სახიფათო ექსპერიმენტს ვატარებთ-დედამიწის დათბობას." 
                             
     მეოცე საუკუნეში საწვავის მოხმარება ძალიან გაიზარდა, რამაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის მატება გამოიწვია. ეს ყოველივე  მზის ენერგიას ემატება და იქმნება "სათბურის ეფექტი". ყოველივე ის ,რაც ადამიანის მიერ ხელოვნურადაა გამოწვეული გამონაბოლქვის სახით გროვდება ატმოსფეროში და თავს იყრის ანტარქტიდაზე.
                              
     ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს: გვალვებს ამის გამო უკვე შეიქმნა პრობლემები ავსტრელიაში, სადაც კატასტროფული ხანძრები დაფიქსირდა და ასევე ევროპაში, სადაც ხალხი სიცხისგან დაიხოცა. აიწევს ზღვის დონე-ამჟამად აღსანიშნავია კარიბის ზღვა, რომლის დონემაც მკვეთტად აიწია. ანტარქტიდაზე ყინულის დნობის გამო, გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე. შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება, შეიცვლება ასევე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, რასაც განვითარებად ქვეყნებში შიმშილობამდე მივყავართ. შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა. გაიზრდება დაავადებათა რიცხვი-ძირიტადი ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც გლობალურ დათბობას იწვევს, ჰაერს აბინძურებს და კაცობრიობას ვნებს. ექიმების განმარტებით გლობალური დათბიბის დაწყებასთან ერთად მოიმატა გულ სისხლძარღვთა, ნევროლოგიური, ფილტვებისა და საწარმოო დაავადებებმა. კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს გარკვეული ინფექციური დაავადებების გავრცელებას. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმის ალბათობას, რომ ერთ დროს ეფექტურად აღმოფხვრილი დაავადებები ისევ არ იჩენენ თავს.

      როგორ ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას? ამ პრობლემის გაგასაჭრელად, განვითარებულ ქვეყნებში, დიდი თანხა იხარჯება, იქმნება პროექტები.დღეს უკვე ქარხნების მიერ გამოყოფილი მავნე აირების გაწმენდა შესაძლებელია. უკვე არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას იძლევა, არ გამოიყოფოდეს საშიში, მჭვარტლიანი აირები, ხოლო გასუფთავებული გამონაბოლქვი ჩვეულებრივი ღრუბლის ფენის სახით ავიდეს ცაში და აღარ დაბინძურდეს ატმოსფერო.

     ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის, ნიკოლა სტერნის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა განცხადება:"გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიებს უტოლდება." 700 გვერდიან ნაშრომში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ეკონომიკას კლიმატური ცვლილების გამო დიდი ზარალი მიადგა, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს წლიური ერთობლივი შინაგანი პროდუქტის ხუთიდან ოც პროცენტამდე მერყეობდეს. ამ გამოკვლევის მიხედვით ჰაერის ტემპერატურამ 21-ე საუკუნეში შესაძლოა 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობას გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს. საერთაშორისო ორგანიზაცია "global humanitarian forum"-მა, რომლის თავმჯდომარე გაეროს გენერალური დირექტორია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამჯამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში 300 ათალი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის დიდი წილი (90%) განვითარებულ ქვეყნბზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. 
                        

     კლიმატის ცვლილებები ომებისა და კომფლიქტების განსხვავებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას  თანაბრად ეხება. მის შესაჩერებლად კი  მხოლოდ დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იბრძვიან აქტიურად. მათი ცდა კი შედეგს ვერ გამოიღებს, თუ დედამიწის ყველა წერტილში  ერთდროულად და შეთანხმებით არ იმოქმედებენ საერთო კატასტროფის შესაჩერებლად. სწორედ ასეთი შეთანხმებული ქმედების დასაგეგმად 2009 წლის დასასრულს კოპენჰაგენში გაეროს ეგიდით გაიმართა სამიტი კლიმატური ცვლილებების შესახებ. სამიტში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც. კოპენჰაგენის სამიტზე ართი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება იყო დაგეგმილი: მსოფლიოს ყველა ვეყანას უნდა ეკისრა ვალდებულება 10 წლის განმავლობაში ნახშირორჯანგის გაზის გამონაბოლქვის რაოდენობის 20%-ით შემცირების ვალდებულება. განვითარებად ქვყნებს კი არ გააჩნდათ სახსრები იმ საჭირო ტექნოლოგიების შესაძენად, რომლებსაც ფაბრიკა-ქარხნებზე დაამონტაჟებდნენ. ისინი განვითარებული ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების უფასოდ გადაცემის სახით. ამ თხოვნაზე განვითარებად ქვეყნებს უარი უთხრეს, სწორედ ეს აღმოჩნდა  სამიტის უშედეგოდ დანთავრების მიზეზი.  
                                                  

     ნობელის პრემიის ლაურიატმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა სტივენ ჩუმ, ამერიკის მთავრობას მსოფლიოს თეთრედ შეღებვა შესთავაზა. ამ დასკვნამდე ის მას შემდეგ მივიდა, რაც გააანალიზა, რომ თეთრი ფერი მზის სხივების 80%-ს ირეკლავს, ხოლო დღეს კი დედამიწას მხოლოდ 20%-ის არეკვლა შეუძლია. 
     ვენესუელაში, კარაკასში გაიხსნა საბაგირო გზა. ის გადაიყვანს მგზავრებს 1.8 კილობეტრის მანძილზე. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ შემცირდეს ტრანსპორტით სარგებლობა და  დაიცვან ჰაერი უფრო მეტად დაბინძურებისგან. აგრეთვე, ასევე ვენესუელაში  უკვე დაიწყო ათიათასობით ადამიანმა დაბალფასიანი პლასტმასის სახლების მშენებლობა, რათა არ მოხდეს ხეების გაჩეხვა და მისი სამშენებლო ფუნქციით გამოყენება. 
     თურქეთში მიმდინარეობს ხეების მასიური გაშენება. აგროვებენ სხვადასხა ჯიშის ხეების თესლებს,რათა 35000 ჰექტარზე დაირგოს ისინი. აკეთებენ ნაციონალურ პარკებს. 
     ქვეყნების უმრავლესობამ გარემოს დაცვის აუცილებლობა კონსტიტუციით დაამტკიცა და აგრეთვე ისიც მიუთითა, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელ და დაცულ გარემოში.
და მაინც გლობალური დათბობა არაპროგნოზირებადია. საინტერესოა, გლობალური დათბობის ირგვლივ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო, რადგან ჯერ კიდევ არ წყდება დებატები  იმ თემასთან დაკავშირებით თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების და შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებული და მოსალოდნელი ცვლილებებისადმი
     მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა აქცია "350", რომელშიც მონაწილეობა 180-მა ქვეყანამ მიიღო. ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი გარემოს დაცვის დღე რომელშიც ჩაერთო მილიონობით ადამიანი. გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან რათა ერთად დასახონ გლობალური დათბობის პრობლემის გადაჭრის გზები. 
     გლობალური დათბობის შეჩერება მხოლოდ მწვანე მცენარეებს შეუძლიათ, რადგან ისინი ფოტოსინთეზის საშუალებით შთანთქავენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მიუხედავად ამისა ადამიანები ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელი საფრთხის მნიშვნელობას და რიგ ქვეყნებში კვლავ მიმდინარეობს ტყეების მასიური გაჩეხვა-განადგურება, რის გამოც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისი ტყეების ნახევარი დაკარგა. ჩვენი პლანეტა ყოველწლიურად 12მილიონ ჰექტარ ტყეს კარგავს, რაც თითქმის ინგლისის ფართობს უტოლდება.  რა საკვირველია ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას, ყურადღება უნდა მიექცეს გამწვანებას და აიკრძალოს ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვა
.                                         
                                
     ბევრ ქვეყანაში წინა პლანზე არ არის წამოწეული ეკოლოგიური პრობლემები. მათთვის უმთავრესი მაინც სარჩო საბადებლის პრობლემაზე ზრუნვაა. თუ მსოფლიოში არ იქნება ეკონომიურად განვითარების მაღალი დონე, მაშინ არაფერი შეიცვლება. ეკონომიური მდგომარეობა განსაზღვრავს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც. ეს ორი საკითხი ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს. პრობლემის გადაჭრის გზის ძიებამ მსოფლიო ერთ მუშტად უნდა შეკრას და მხოლოდ ამის შემდეგ მოევლება საკითხის სიმწვავეს.
                                   
  

                         გამოყენებული მასალები:

http://climatiscvlilebebi.wordpress.com/
http://www.useug.com/gd.html
http://charliuss.com/2011/06/02/global-warming/
http://charliuss.com/2011/06/02/global-warming/
http://www.slideshare.net/evaeviko/ss-5616518
გაზეთები: ”24 საათი” და ”ახალი 7 დღე”
წიგნი:”სწრაფად წინ:ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში”
             

No comments:

Post a Comment